სერხიო რამოსი ყველა დროის საუკეთესო მცველად დასახელდა

26 ოქტომბერი 2020

France football-ის მომხმარებლებმა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მცველი დაასახელეს.

მხარდამჭერთა აბსოლუტური უმრავლესობის, 64%-ის  მიხედვით, საუკეთესო მადრიდის "რეალის" მცველი, სერხიო რამოსი გახდა.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ფეხბურთელს კარიერაში 126 გოლი აქვს გატანილი. მიუხედავად ამისა, "ლოს ბლანკოსის" კაპიტანი მცველთა შორის, ამ ასპექტში, პირველ ადგილას არ იმყოფება.

უკანახაზელებში ყველაზე მეტჯერ მეტოქის კარი რონალდ კუმანს აქვს აღებული (253-ჯერ). ნიდერლანდელი ამჟამად "ბარსელონას" გაწვრთნითაა დაკავებული.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები