პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრებს ტოვებს? ფრანგის პასუხი

26 ოქტომბერი 2020

25 ოქტომბერს, ინგლისურმა გამოცემა The Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლ პოგბა საფრანგეთის ნაკრების დატოვებას აპირებდა.

აღნიშნულის მიზეზად წყარო საფრანგეთის პრეზიდენტის, მაკრონის განცხადებას ასახელებდა, სადაც ის ამბობს: "ისლამი ტერორიზმია".

როგორც იცით, პოგბა მუსლიმია და, შესაბამისად, ეს განცხადება შეურაცხყოფად უნდა მიეღო. 

27 წლის ვარსკვლავი გავრცელებულ ცნობებს სოციალურ ქსელში შემდეგი წარწერით ეხმაურება: "Fake News ( ცრუ სიახლე)"

პოგბას ნაკრების მაისურით 72 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 10 გოლია.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები