მესინა - ევროპაში მწვრთნელებზე უფრო დიდი ზეწოლაა, ვიდრე NBA-ში

26 ოქტომბერი 2020

''მილანის'' თავკაცმა, ეტორე მესიამ განაცხადა, რომ მწვრთნელებს ევროპაში მეტი კრიტიკა ხვდებათ.

''NBA-ში მუშაობისას, აუცილებელია შეგეძლოს მარცხთან ადვილად გამკლავება. უნდა იცოდე სწრაფად დავიწყება და შემდეგ მატჩზე კონცენტრირება. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ეს ნაკლებად გამომდის.

ევროპაში მწვრთნელებზე უფრო დიდი ზეწოლაა, ვიდრე NBA-ში. მეტსაც გეტყვით, ამ სიტუაციების შედარებაც კი არ შეიძლება. სოციალურ ქსელებშიც კი,ბევრად მეტ ზეწოლას ევროპაში შეხვდებით, ვიდრე - შტატებში,'' - განაცხადა მესინამ. 

ეტორე მესინამ ევროლიგა მწვრთნელის რანგში 4-ჯერ მოიგო. ევროპის საუკეთესო მწვრთნელი კი 2-ჯერ გახდა. მან ''სან ანტონიო'' სპერსში 5 წლის განმავლობაში იმუშავა. იტალიელი სპეციალისტი გრეგ პოპოვიჩის ასისტენტი 2014-2019 წლებში იყო.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები