მილანის ფეხბურთელებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ

26 ოქტომბერი 2020

''მილანის'' ფეხბურთელებს - ჯანლუიჯი დონარუმასა და იენს პიტერ ჰაუგეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. აღნიშნულის შესახებ Football Italia იტყობინება. აღნიშნული ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა:

''მილანი ოფიციალურად აცხადებს, რომ ჯანლუიჯი დონარუმასა იენს პიტერ ჰაუგეს კოვიდ ტესტის პასუხები დადებითია. კორონავირუსი აქვს კლუბის სტაფის სამ წევრსაც. ყველა მათგანი უსიმპტომოა და იზოლაციაში იმყოფება'' - ნათქვამია განცხადებაში.

''მილანი'' დღეს სერია ა-ს მეხუთე ტურის მატჩის შეხვედრას ''რომას'' წინააღმდეგ გამართავს. ''როსონერის'' ძირითადი გოლკიპერი და ნორვეგიელი ახალწვეული დააკლდება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები