დე იონგი - მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს

26 ოქტომბერი 2020

''ბარსელონას'' ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, მწვრთნელთან - რონალდ კუმანთან ურთიერთობა შეაფასა:

''ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. ის მეუბნება, თუ რას მოითხოვს ჩემგან, მე კი ვცდილობ - შევასრულო მისი დავალება.  როცა მწვრთნელი საუბრობს, ჩვენ მას ვუსმენთ, რადგან ის ავტორიტეტია. კუმანს დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს და ისევე კარგად ესმის ეს თამაში, როგორც ფეხბურთელობის დროს, '' - განაცხადა დე იონგმა, Uefa.com-თან ინტერვიუში.

ფრენკი დე იონგი ''ბარსელონას'' 2019 წელს შეუერთდა. მან ''ბლაუგრანას'' მაისურით 49 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები