უეიდი - არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე

26 ოქტომბერი 2020

''მაიამი ჰიტის'' ლეგენამ, დუეინ უეიდმა, მაიკლ ჯორდანისა და ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა:

''არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. ლებრონ ჯეიმსი ერთადერთია. მეორე ლებრონი არასდროს იარსებებს. ისევე როგორც არასდროს იარსებებს მეორე მაიკლ ჯორდანი, მეორე ბილ რასელი და ქარიმ აბდულ-ჯაბარი.  ბილ რასელმა 11 ბეჭედი მოიგო, თუმცა, შესაძლოა, ოდესმე ვინმემ 12 მოიგოს'' - განაცხადა უეიდმა.

დუეინ უეიდმა კარიერა 2019 წელს დაასრულა. მან ''მაიამი ჰიტთან'' ერთად სამჯერ მოიპოვა NBA-ს ჩემპიონის ტიტული.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები