ოფიციალურად: რონალდინიოს კორონავირუსი დაუდასტურდა

25 ოქტომბერი 2020

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიო გაუჩოს კორონავირუსი დაუდასტუდა.

COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხის შესახებ 40 წლის ვარსკვლავი სოციალურ ქსელში საუბრობს:

"მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ოჯახის წევრებო და ფანებო. კორონავირუსი აღმომაჩნდა, თუმცა, ყველაფერი რიგზეა. ყველას თბილ ჩახუტებას გიგზავნიათ და ვიმედოვნებ, რომ კარგად ხართ.

გასულ შაბათს ბელო ორიზონტეში ვიმყოფებოდი, შემდეგ ტესტი გავიკეთე, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა. მაგრამ, ვირუსის სიმპტომები არ მაქვს, მალე კვლავ ყველა ერთად ვიქნებით", - წერს ფეხბურთელი.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები