ბარსელონას იუვენტუსის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა

25 ოქტომბერი 2020

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელმა, ფილიპე კოუტინიომ "რეალის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაზიანება მიიღო. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფერებს" ჩემპიონთა ლიგაზე, "იუვენტუსის" წინააღმდეგ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

დღევანდელმა ტესტმა აჩვენა, რომ ფილიპეს დაზიანება ბარძაყის ორთავა კუნთის მიდამოში აქვს.

"ბარსელონას" ოფიციალური საიტი ფეხბურთელის დაბრუნების ზუსტ დროს ვერ ასახელებს: "კოუტინიოს გამოჯანმრთელების პერიოდი მისი რეაბილიტაციის სისწრაფეზეა დამოკიდებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირება 28 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:55 საათზე გაიმართება.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები