დე ხეა - მეტს ვიმსახურებდით

25 ოქტომბერი 2020

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (0-0), დავიდ დე ხეა MUTV-სთან საუბრობს:

"ვფიქრობ, რომ მოსაგებად საკმარისი შანსები გვქონდა. შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ, საკმაოდ რთული თამაში გამოდგა. თუმცა, ბევრად მეტს ვიმსახურებდით.

მნიშვნელოვანია, რომ სახლში ჩატარებულ მატჩებში კარი მშრალად შევინარჩუნოთ.

ყოველ სავარჯიშო სესიაზე ვცდილობთ, რომ სისუსტეები გამოვასწოროთ და გუნდის დაცვითი შესაძლებლობები გავაუმჯობესოთ".

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები