რობ პელინკა - ჯიანა ბრაიანტმა ლეიკერსის ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა

25 ოქტომბერი 2020

''ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' გენერალურმა მენეჯერმა - რობ პელინკამ გაიხსენა, რომ სეზონის დასაწყისში, ჯიანა ბრაიანტმა გუნდის ჩემპიონობა იწინასწარმეტყველა.

''მახსოვს, როგორ შემომხედა ჯიჯიმ და მითხრა: ბიძია პი, მე ვუყურებ ამ გუნდსაც და ვუყურებს სხვებსაც. ვფიქრობ, თქვენ ამ სეზონში ტიტულს მოიგებთ. მე ვკითხე მას თუ რატომ ფიქრობდა ასე. მან მიპასუხა: ''ლეიკერსს'' შეუძლია კარგი დაცვის ხარჯზე მოიგოს. ფლეიოფში სამქულიანების სროლა უფრო რთულდება. თუ ბიჭები სივრცეებს არ მისცემენ მეტოქეს და დაცვაში გაბარიტებს ბოლომდე გამოიყენებენ, ისინი ჩემპიონატს მოიგებენ. 

როგორც ხედავთ, ჯიჯიმ ზუსტად იწინასწარმეტყველა ყველაფერი. გაიხსენეთ მეექვსე მატჩი ''მაიამისთან'' და დამეთანხმებით, რომ ასე იყო.'' - განაცხადა ''ლეიკერსის'' გენერალურმა მენეჯერმა.

''ლეიკერსის'' ლეგენდა, კობი ბრაინტი და მისი ქალიშვილი, 13 წლის ჯიანა, 2020 წლის 26 იანვარს, ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები