საქართველოსა და რუსეთის მატჩი კვლავ გადაიდო

20 ოქტომბერი 2020

რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც პირველ ნოემბერს, მესხის სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპის გადაწყვეტილებით გადაიდო.

რაგბი ევროპის განცხადებით:

„ევროპაში COVID-19 პანდემიის განახლებისა და ადგილობრივი ხელისუფლებისშეზღუდვების შემდეგ, რაგბი ევროპამ გადაწყვიტა 2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველამატჩის გადადება.“

ამ ეტაპზე უცნობია თუ როდის გაიმართება საქართველოსა – რუსეთის და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დანარჩენი მატჩები.

წყარო: Rugby.ge

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები