ლებრონი დევისს 23-ე ნომერს დაუთმობს

19 ოქტომბერი 2020

''ლოს ანჯელეს ლეიკერსის'' ლიდერი - ლებრონ ჯეიმსი, თანაგუნდელ ენტონი დევისს თავის 23-ნომრიან მაისურს დაუთმობს. ლებრონი მომავალ სეზონში 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ისევე, როგორც ''მაიამი ჰიტში'' თამაშის პერიოდში.

ლებრონ ჯეიმსს წინა სეზონშივე სურდა, კეთილი ნება გამოეჩინა და ნიჭიერი თანაგუნდელისთვის თავისი მაისური დაეთმო. თუმცა, Nike-მა ეს გადაწყვეტილება არ მოიწონა, რადგანაც კომპანიას ლებრონის ათასობით 23-ნომრიანი მაისური ჰქონდა დამზადებული.

ენტონი დევისმა 2019-2020 წლების სეზონი 3-ნომრიანი მაისურით ჩაატარა. ის სკოლის პერიოდშიც ამ ნომერს ატარებდა. 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები