სტივ კერი - დურანტი სქემას იდეალურად მოერგო

18 ოქტომბერი 2020

''გოლდენ სტეიტ უორიორსის'' თავკაცმა - სტივ კერმა, გუნდის ყოფილი ვარსკვლავის - კევინ დურანტის შესახებ ისაუბრა. მწვრთნელის აზრით, დურანტი გუნდისათვის იდეალური შენაძენი იყო.

''ის  საოცარი მოთამაშეა, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ კევინ დურანტი გუნდის სათამაშო სქემას იდეალურად მოერგო. როცა ის ჩვენთან გადმოვიდა, ლიგის საუკეთესო მოთამაშე იყო, რამდენიმე საკალათბურთო კომპონენტის გათვალისწინებით.

ის იყო საუკეთესო მსროლელი, ერთ-ერთი გამორეული მეპასე, უნივერსალი და დამცველი. კევინისთვის და სტეფისთვის არ იყო აუცილებელი, პარკეტზე სულ ბურთით ყოფილიყვნენ. ისინი მზად იყვნენ, დაეთმოთ ბურთი'' - განაცხადა კერმა.

კევინ დურანტმა ''გოლდენ სტეიტ უორიორსში'' 2016-2019 წლებში იასპარეზა. მან NBA-ს ჩემპიონისა და ფინალების MVP-ის ტიტული ორჯერ, 2017-2018 წლებში მოიპოვა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები