ტუხელი - ნეიმარი მანჩესტერთან ითამაშებს

17 ოქტომბერი 2020

''პარი სენ-ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა განაცხადა, რომ  ნეიმარი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

''ნეის არანაირი პრობლემა არ აქვს. ჩვენ ვისაუბრეთ, ისევე როგორც კილიანის შემთხვევაში. ჩვენ გულწრფელად განვიხილეთ შექმნილი ვითარება და მე მას დასვენების საშუალება მივეცი. ის ივარჯიშებს და მოემზადება ''მანჩესტერთან'' მატჩისთვის. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი ''იუნაიტედთან'' ითამაშებს.'' - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

''პსჟ'' და ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ერთმანეთს 20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან. 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები