კასანო - ზლატანი ლუკაკუზე უკეთესია

17 ოქტომბერი 2020

''მილანისა'' და ''ინტერის'' ყოფილმა ფეხბურთელმა - ანტონიო კასანომ, დღეს გასამართი ''დერბი დელა მადონინას'' შესახებ ისაუბრა.

''მე ვფიქრობდი, რომ სეზონის დასაწყისში კონტე გუნდს დატოვებდა. ეს ასე არ მოხდა და ახლა მას შეცდომის დაშვების უფლება აღარ აქვს. მან სკუდეტო უნდა მოიგოს, რადგანაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. სტეფანო პიოლიმ ''მილანში'' დარჩენა დაიმსახურა. მას კარგი სეზონი ჰქონდა და ევროპა ლიგაზე გასვლაც შეძლო. 

ზლატან იბრაჰიმოვიჩი სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელია. 39 წლის ასაკში, მხოლოდ ფიზიკური მომზადებით ვერაფერს იზამ, შენ ძალიან მაღალი კლასი გჭირდება. ლუკაკუ ახალგაზრდა და ნიჭიერია, თუმცა, მისი იბრასთან შედარება შეუძლებელია. ზლატანი ლუკაკუზე უკეთესია'' - განაცხადა ''ფანტანტონიომ''.

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები