ინძაგი - ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ

17 ოქტომბერი 2020

''ბენევენტოს'' მთავარმა მწვრთნელმა - ფილიპო ინძაგიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი ''რომასთან'' შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდება.

''გუნდი იქამდე ითამაშებს, სანამ ყველა ჯანმრთელად იქნება. ფიზიკურად, ბიჭები ისე მუშაობენ, როგორც მე მსურს. მათი მენტალიტეტით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩახლართული სიტუაციები ხშირია, მაგრამ მე მშვიდად ვარ. ჩვენ მოგვიწევს მათზე მეტი სირბილი, მათი ტექნიკური შესაძლებლობების შემცირებისთვის. ჩემი ბიჭებით კმაყოფილი ვარ'' - განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა.

''ბენევენტო'' სერია ა-ში წელს დაბრუნდა. გუნდს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზე იმყოფება.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები