ბარსელონა ელ კლასიკოში ერთ-ერთი ლიდერის გარეშე რჩება

16 ოქტომბერი 2020

კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირება 24 ოქტომბერს, თბილისის დროით, 18:00 გაიმართება.

ახლახან "ბლაუგრანას" მთვარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა "ხეტაფესთან" მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ელ კლასიკოში" მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, დიდი ალბათობით, ვერ ვიხილავთ.

"გერმანელმა მინდორზე ვარჯიში დაიწყო, მისი გამოჯანმრთელობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ "რეალთან" მატჩში მონაწილეობას მიიღებს. მისი დაბრუნება ჯერ ძალიან ადრეა".

მარკმა აგვისტოში მუხლის არეში ოპერაცია გაიკეთა, მისი რეაბილიტაციის პროცესი კი, აქამდე ნელი ტემპით მიმდინარეობდა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები