პაბლო საბალეტამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

16 ოქტომბერი 2020

არგენტინელი მცველი, პაბლო საბალეტა დიდ ფეხბურთს ემშვიდობება - ფეხბურთელი აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"18-წლიანი საფეხბურთო მოღვაწეობის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ კარიერა დავასრულო.

საოცარი წლები გავატარე, რამაც დაუვიწყარი მომენტები დამიტოვა. 

იმ ადამიანებს, ვინც ჩემს საფეხბურთო მოგზაურობაში თან მახლდნენ, მადლობას ვუხდი.

ასევე, კლუბებს, გუნდელებს, მწვრთნელებს და განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრებს. 

დიდი ემოციებითა და აღელვებით, ჩემი ცხოვრების საუკეთესო ეტაპს უკან ვიტოვებ".

საბალეტამ "სან ლორენცოს", "ესპანიოლის", "მანჩესტერ სიტის", "ვესტ ჰემისა" და არგენტინის ნაკრების რიგებში, ჯამში 652 შეხვედრა ჩაატარა.

 

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები