ნიკ კირიოსი - კობის არასდროს დავივიწყებ

16 ოქტომბერი 2020

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა - ნიკ კირიოსმა, ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის შესახებ ისაუბრა.

''დღემდე კოშმარივით მახსოვს ის დღე, როცა კობი დაიღუპა. გავიღვიძე და პირველი სიახლე რაც წავიკითხე, მის სიკვდილს ეხებოდა. თავიდან ვერ დავიჯერე, მაგრამ შემდეგ ძალიან შევწუხდი. იმ საღამოს კორტზე გასვლა ძალიან რთული იყო, რადგანაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი. მოზარდობის ასაკში, მე მის თამაშებს ყოველდღიურად ვუყურებდი. კობის არასდროს დავივიწყებ. მე მისი მაისურით ვვარჯიშობ და მაქვს ტატუ კობის გამოსახულებით. ეს უმძიმესი დღე იყო. მიხარია, რომ ''ლეიკერსმა'' ლებრონთან ერთად ტიტული მოიპოვა'' - განაცხადა ავსტრალიელმა.

კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 41 წლის იყო.

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები