კევინ დე ბრუინი ტრავმირებულია

16 ოქტომბერი 2020

"მანჩესტერ სიტის" თავკაცი, პეპ გვარდიოლა "არსენალთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ადასტურებს, რომ გუნდს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება.

"სამწუხაროდ, კევინ დე ბრუინი მომდევნო მატჩების განმავლობაში ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს", - აცხადებს პეპი.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ტრავმა სანაკრებო პაუზისას მიიღო. შეგახსენებთ, რომ კევინს საკუთარი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტჯერ (5) სწორედ "არსენალის" კარი აქვს აღებული.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები