დევიდ ბლატი - მაიამი მწვრთნელის გუნდია

16 ოქტომბერი 2020

''კლივლენდ კავალიერსის'' ყოფილმა თავკაცმა - დევიდ ბლატმა, ''მაიამი ჰიტისა'' და მისი მწვრთნელის - ერიკ სპოელსტრას შესახებ ისაუბრა.

''ლეიკერსმა ყველა საფლეიოფო სერია დამაჯერებლად მოიგო და დამსახურებული ტიტული მოიპოვა, თუმცა მინდა პირველ რიგში ''მაიამიზე'' ვისაუბრო. ''ჰიტმა''ორლანდოში შესანიშნავი თამაში აჩვენა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფლორიდელები ფინალში დრაგიჩისა და ადებაიოს გარეშე დარჩნენ.მათ ორი თამაშის მოგება მაინც მოახერხეს. ბანალურად ვიტყვი, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია. გუნდის წარმატების საიდუმლო იმაშია, რომ კოლექტივი მთლიანად ენდობა მწვრთნელ სპოელსტრას. ''მაიამი'' მწვრთნელის გუნდია. ბიჭები ძალიან კარგად ირჯებიან დაცვაში და ბოლომდე მონდომებით თამაშობენ'' - განაცხადა ბლატმა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები