საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა

16 ოქტომბერი 2020

“შტურმის” ოფიციალური გვერდი იუწყება, რომ  ოთარ კოტეიშვილმა საზარდულის მიდამოში ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე 6 კვირის განმავლობაში ვერ გავა.

შესაბამისად, ოთარი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ვერ დაეხმარება, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება.

24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "შტურმის" რიგებში 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური კი 17-ჯერ აქვს მორგებული.

ფეხბურთელი UEFA-ს ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ტურის შეხვედრაში ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, მე-4 წუთზე დაშავდა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები