ჰოჯსონი - მილნერი ძანეტის მაგონებს

16 ოქტომბერი 2020

მილანის ''ინტერის'' ყოფილმა მწვრთნელმა - როი ჰოჯსონმა, გუნდის ლეგენდარული წარმომადგენელი - ხავიერ ძანეტი და ''ლივერპულის'' ნახევარმცველი, ჯეიმს მილნერი შეადარა

''ძანეტი გუნდში არ დაგვიმატებია, როგორც დიდი ფეხბურთელი.ის ფორვარდ სებასტიან რამბერტთან ერთად გადმოვიდა. მას გუნდში ვარსკვლავის სტატუსი არ ჰქონდა. ძანეტიმ ყველაფერს თავისი საოცარი ფიზიკური მონაცემების წყალობით მიაღწია. მისი მსგავსი ერთადერთი ფეხბურთელი, ვისთანაც მიმუშავია, ჯეიმს მილნერია. ჯეიმსი ძალიან მაგონებს ძანეტის. მე მათ შორის პირდაპირ პარალელს გავავლებდი,'' - განაცხადა ინგლისელმა მწვრთნელმა.

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები