ზიდანი - მესმის, რომ მატჩების შემდეგ გამაკრიტიკებენ

16 ოქტომბერი 2020

"კადისთან" დაპირისპირებამდე მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი პრესკონფერენციას მართავს:

"რეალს" 2013 წელს ლეო მესის შეძენის შანსი ჰქონდა? ამის შესახებ არაფერი ვიცი. პირველ რიგში, არ ვისაუბრებ ფეხბურთელზე, რომელიც ჩემს გუნდში არ ირიცხება.

გამოწვევები მადრიდში? აქაური სიტუაცია კარგად ვიცი და ისიც ვიცი, რომ ბევრი მომეთხოვება. "ლოს ბლანკოსში" თითქმის 20 წელია, ვიმყოფები და მესმის, რომ ყველა მატჩის შემდეგ გამაკრიტიკებენ.

როტაციები? ამ თემაზე უკვე ბევჯერ ვისაუბრე. სათადარიგოთა სკამზე საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავს. თუმცა, მოთამაშეები არასდროს ისვენებენ, არასდროს ჩერდებიან. აუცილებელია, რომ ყველა მზადყოფნაში იყოს. მჯერა, რომ მოსაგებად სწორედ ამ გზით სიარულია საჭირო."

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

კომენტარები