მარკიზიო - მე უარი ინტერსა და რეალს ვუთხარი

16 ოქტომბერი 2020

''იუვენტუსის'' ყოფილმა ნახევარმცველმა - კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ წლების წინ, ''რეალისა'' და ''ინტერის'' შემოთავაზებაზე უარი თქვა.

''მე მქონდა გამოხმაურება ''ინტერიდან'', როცა გუნდის მწვთნელი ჟოზე მოურინიო იყო, მაგრამ მე მათ უარი ვუთხარი.  ჩემნაირი ადამიანები არსებობენ: ტოტი, დე როსი და მალდინი არიან ფეხბურთელები, რომელთაც ყოველთვის ერთი და იგივე მაისური ეცვათ. მე 21 წლის ასაკში მქონდა შემოთავაზება ფაბიო კაპელოსგან, რომ ''რეალში'' მეთამაშა. უარი ვთქვი, რადგან მინდოდა, ჩემს საყვარელ გუნდში, ჩემი მშობლების თვალწინ მეთამაშა'' - განაცხადა იტალიელმა ნახევარმცველმა.

კლაუდიო მარკიზიომ ''იუვენტუსში'' 13 სეზონი გაატარა. მან შავ-თეთრი მაისური 389-მოირგო. ''პრინციპინომ'' 37 გოლი გაიტანა და 40 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები