ლიონი კოლოსალურ კომპენსაციას ითხოვს

07 ოქტომბერი 2020

საფრანგეთის XXI საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ''ლიონი'',  ლიგა 1-ისგან 117.7 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს. აღნიშნულის შესახებ Le Parisien-ი იტყობინება. სტატიაში ნათქვამია, რომ ლიონის პრეზიდენტი, ჟან მიშელ ოლა, ფიქრობს, რომ ჩემპიონატის 28 აპრილს დასრულებამ დიდი ზიანი მიაყენა და ევროტურნირებზე გასვლის შანსი მოუსპო.

 ''ლიონმა'' ლიგა 1-ის გასული სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდი ორივე ევროტურნირის მიღმა დარჩა. ჟან მიშელ ოლა ლიგა 1-ის მესვეურების გადაწყვეტილებას დიდი ხნის განმავლობაში აპროტესტებდა და ნაჩქარევს უწოდებდა.

აღსანიშნავია, რომ ''ლიონმა'' ოფიციალური წერილით საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც მიმართა. თუმცა, მაისის თვეში გაგზავნილ წერილში წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

 

 

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები