სერენა უილიამსი - თავს დაუფასებლად ვგრძნობ

07 ოქტომბერი 2020

თანამედროვეობის გამორჩეულმა ქალმა ჩოგბურთელმა - სერენა უილიამსმა განაცხადა, რომ მას სათანადოდ არ აფასებენ:

,,მე თავს დაუფასებლად ვგრძნობ. არასდროს მინდოდა, რომ სხვა ფერის კანი მქონოდა. მეამაყება, რომ ლამაზ შავკანიანიან ქალებს წარმოვადგენ''

სერენა Black Lives Matter კამპანიასაც შეეხო:

''ამ საპროტესტო აქციებმა ის პრობლემები ნათლად დაგვანახა, რაზეც მე მთელი კარიერის განმავლობაში ვსაუბრობდი. ახლა შავკანიანებს შეუძლიათ მიაწვდინონ ხმა მსოფლიოს.  ტექნოლოგია ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს. ჩვენ მრავალი წლების განმავლობაში ვაწყდებოდით ფაქტების მიჩქმალვას და ახლა მიხარია, რომ მე ვარ მათი ხმა, ვისაც არ შეუძლია გააგონოს სამყაროს თავისი'' - განაცხადა სერენამ Vogue-თან ინტერვიუში.

39 წლის სერენა უილიამსმა კარიერაში 85 ტიტული მოიგო და 93,542,122 დოლარი გამოიმუშავა,

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

კომენტარები