კორეაში ჰიონ მინ სონს აჯობეს

25 დეკემბერი 2019

კორეაში ჰიონ მინ სონს აჯობეს

„ტოტენჰემის“ ვარსკვლავზე მეტს, ახალი სეზონიდან,  კორეელი პიჩერი გამოიმუშავებს.

„ლოს ანჯელეს დოჯერსის“ ვარსკვავურმა პიჩერმა, ჰიუნ ჯინ რიუმ, გუნდის შეცვლასთან ერთად, ახალი კონტრაქტიც მიიღო და კორეული სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენიც გახდა. „ტორონტო ბლუ ჯეისი“,  აზიელ პიჩერს, 4 წელიწადში 82 მილიონ დოლარს გადაუხდის. სონის ხელფასი კი ლონდონურ გუნდში, წელიწადში საშუალოდ 19,5 მილიონის ფარგლებშია.

საზარდულის ტრამვის გამო, რიუმ გასულ სეზონში მხოლოდ 29 მატჩი ჩაატარა, თუმცა მისი ERA–მ 2,32 შეადგინა.

32 წლის კორეელის ანგარიშზე ბეიზბოლის მეიჯორ ლიგაში გატარებული 6 სეზონი, 665 სტრაიკაუტი და მოგება – წაგებათა ბალანსი 54–33–ზეა.

https://www.youtube.com/watch?v=PEw7F6NeH1Y

ავტორი: დავით ახალაძე

კომენტარები