ოფიციალურად: მატია დე შილიო იუვენტუსს ტოვებს

05 ოქტომბერი 2020

ტურინის "იუვენტუსი" ოფიციალურად ადასტურებს, რომ 27 წლის მცველი, მატია დე შილიო, ამიერიდან იჯარის წესით, "ლიონში" ითამაშებს.

"მარჯვენა განაპირა მცველი, რომელიც ჩვენს რიგებს 2017 წელს შეუერთდა, ახლახან დაწყებულ სეზონს "ლიონში" განაგრძობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დე შილიოს სერია A-ს გასული სეზონის ჩემპიონ კლუბთან, კონტრაქტის მიხედვით, კიდევ 2 წელი აკავშირებს. 

ფეხბურთელმა "იუვეს" მაისურით ჩატარებული 3 სეზონის განმავლობაში 3-ჯერ სერია A-ს, ხოლო ერთხელ იტალიის თასისა და იტალიის სუპერ თასის მოგება იზეიმა.

ავტორი: ციცი პაპუნაშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები