რონალდ კუმანმა ლეო მესიზე ისაუბრა

11 სექტემბერი 2020

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთენლმა რონალდ კუმანმა მისი გუნდის ლიდერზე, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

"ყველამ იცის, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. გუნდში ასეთი მოთამაშის ყოლა დიდი ფუფუნებაა. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ლეო საუკეთესო კონდინციებში იყოს, რადგან მის სათამაშო დონეში ეჭვი არავის ეპარება. შესანიშნავი სიახლეა, რომ არგენტინელი ამ სეზონში "ბარსელონას" ნაწილი იქნება. ეს ყველას ძალიან გვახარებს", - ციტირებს კუმანის სიტყვებს "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი.

ლიონელ მესი რონალდ კუმანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გუნდის დატოვებას აპირებდა, თუმცა "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გაწყვეტაზე უარი თქვა, რის გამოც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს მის მშობლიურ კლუბში დარჩენა მოუწია.

კომენტარები