გრიზმანმა სათამაშო ნომერი შეიცვალა

11 სექტემბერი 2020

"ბარსელონას" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი ახალ სეზონში სხვა ნომრით ითამაშებს.

Sport-ის ინფორმაციით, ფრანგმა ვარსკვლავმა 17 ნომერი 7-ნომრიან მაისურში გაცვალა. აღნიშნული ნომრით კატალონიურ კლუბში ბოლოს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო თამაშობდა.

გრიზმანი "ბლაუგრანაში" 2019 წლის ზაფხულიდან ირიცხება. მის აქტივში 48 მატჩი, 15 გოლი და 4 შედეგიანი პასია.

კომენტარები