ოფიციალურად: "მილანმა" იტალიელი ტალანტი დაიმატა

11 სექტემბერი 2020

"ბრეშას" ნახევარმცველი, იტალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, სანდრო ტონალი "მილანის" ფეხბურთელი გახდა. ამ ინფორმაციას "როსონერის" ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"მილანმა" 20 წლის ფეხბურთელი 10 მილიონ ევროდ იჯარით აიყვანა. 2020/21 წლების სეზონის ბოლოს "როსონერის" ტონალის 10-15 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება. გარდა ამისა, "ბრეშა" ახალგაზრდა მოთამაშის მომავალი ტრანსფერიდან 10%-ს მიიღებს.

"თავს ძლიერ და კარგ ფეხბურთელად ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ. "მილანის" მაისურით თამაში ჩემი ოცნება იყო", - აცხადებს ტონალი "როსონერიში" ტრანსფერის შემდეგ.

სანდრო ტონალი, რომელსაც "ახალ პირლოს" უწოდებენ, "მილანში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

კომენტარები