ლუკა მოდრიჩმა ბეილის მომავალზე ისაუბრა

11 სექტემბერი 2020

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ისაუბრა იმაზე, თუ რას ფიქრობს მის თანაგუნდელ გარეთ ბეილზე.

პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ უელსელი შემტევი მადრიდულ კლუბს მალე დატოვებს.

"ამჟამად, მისთვის და კლუბისთვის რთული სიტუაციაა. ბეილმა უნდა გააცნობიეროს, თუ რა სურს. ის ზრდასრული ადამიანია და თავად უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება მისთვის უკეთესი. გრძნობს თუ არა "რეალში" თავს ბედნიერად?

ჩემთვის, გარეთი კვლავ შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ფეხბურთს ბევრი რამ შესთავაზოს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, საკმაროსად არის თუ არა მონდომებული წინსვლისათვის. მე ასე ვფიქრობ", - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს The Times.

გავრცელებული ცნობებით, "რეალი" გარეთ ბეილთან განშორებას აპირებს.

კომენტარები