მირალემ პიანიჩი "ბარსელონაში" გამოცხადდა

11 სექტემბერი 2020

"ბარსელონას" ახალწვეული მირალემ პიანიჩი გუშინ, 10 სექტემბერს, კატალონიის დედაქალაქში ჩავიდა. ამ ინფორმაციას "ბლაუგრანას" ოფიციალური Twitter ავრცელებს.

პიანიჩს "ბარსელონაში" ჯერ არ უვარჯიშია, რისი მიზეზიც კორონავირუსია. 30 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ გამოჯანრთელდა. გუშინ ბოსნიელმა მოთამაშემ PCR ტესტირება გაიარა.

L'esportiu-ს ცნობით, პიანიჩი დღეს კიდევ ერთ ტესტს ჩაიტარებს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იგი ხვალიდან პრე-სეზონს დაიწყებს.

"ბარსელონამ" პიანიჩი მიმდინარე წლის ზაფხულში "იუვენტუსიდან" 60 მილიონ ევროდ დაიმატა. მირალემმა კატალონიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარები