"ლიონმა" "არსენალს" აუარის ფასი შეატყობინა

11 სექტემბერი 2020

ცნობილია ის თანხა, რასაც "ლიონი" გუნდის ნახევარმცველის, უსამ აუარის სანაცვლოდ ლონდონის "არსენალისგან" ითხოვს.

სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ფრანგები მზად არიან, 22 წლის ფეხბურთელი 60 მილიონ ევროდ დათმონ.

იმავე წყაროს ცნობით, "ლიონი" "მეთოფეებისგან" ტრანსფერში სხვა რომელიმე ფეხბურთელის ჩართვაზე უარს აცხადებს.

უსამ აუარმა, რომლის შეძენის სურვილს "მანჩესტერ სიტიც" გამოთქვამს, გასულ სეზონში 41 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.

კომენტარები