ჟირუ "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოსაა

11 სექტემბერი 2020

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელის, ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე მუშაობს.

წყაროს ცნობით, "ბიანკონერიმ" ფრანგ ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. 33 წლის მოთამაშის წლიური ხელფასი 4.5 მილიონი ევრო იქნება.

"იუვენტუსი" და "ჩელსი" ახლა მოლაპარაკებებს ფეხბურთელის სატრანსფერო ფასზე აწარმოებენ. "ლურჯები", ჯერჯერობით, 5 მილიონ ევროს ითხოვენ.

ოლივიე ჟირუ "ჩელსიში" 2018 წლის იანვრიდან ირიცხება. მის ანგარიშზე 88 მატჩი, 28 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემაა.

კომენტარები