პსჟ ნეიმარისა და მბაპეს გარეშე დამარცხდა

11 სექტემბერი 2020

გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, "პარი სენ-ჟერმენი" "ლანსს" დაუპირისპირდა. პარიზულმა კლუბმა შეხვედრა 0-1 წააგო. მასპინძლებმა ინიატიუს გონაგოს ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს.

თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ პსჟ-ის ლიდერებს, ნეიმარს, კილიან მბაპეს, ანხელ დი მარიას და ლეანდრო პარადესს, რომლებიც კორონავირუსით არიან დაინფიციტებულები.

ლანსი-პსჟ 1-0

გოლები: 1-0 გონაგო 17

ლანსი: ლეკა, სილა (ბურა 84), მიშლენი, გრადი, ბადე, მედინა, კაკიუტა (კაიუზაკი 71), პერეზი, დუკურე (მაურსიო 83), განაგო (ჟანი 71), ბანზა (სოტოკა 65).

პსჟ: ბულკა, კურზავა, ბერნატი (ბაკერი 84), კიმპემბე (დიალო 74), კერერა, ერერა, გეი, სარაბია, ვერატი, რუის-ატილი (დაგბა 68), მუინგა (ხესე 74).

კომენტარები