"ლიონი" მემფისის გასაყიდად მზადაა

07 სექტემბერი 2020

RMC Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლიონი" გუნდის ნიდერლანდელი შემტევის, მემფის დეპაის "ბარსელონაში" გაყიდვაზე თანახმაა.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი დეპაის გასაყიდად მზადაა, რადგან მას მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ წელს ეწურება. "ლიონმა" ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივება რამდენჯერმე შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

გავრცელებული ცნობებით, მემფისისთვის ბრძოლაში კატალონიის "ბარსელონაა". 26 წლის მოთამაშის სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.

მემფის დეპაი "ლიონში" 2017 წლიდან ირიცხება. მან 139 თამაში ჩაატარა, 57 გოლი გაიტანა და 43 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კომენტარები