ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი "ევერტონში" გადავიდა

07 სექტემბერი 2020

მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი "ევერტონში" გადავიდა. ამ ინფორმაციას ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"ევერტონმა" 29 წლის ფეხბურთელში 22 მილიონი ევრო გადაიხადა. ნახევარმცველმა კლუბთან გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. "ევერტონში" ხამესი მისთვის კარგად ნაცნობ კარლო ანჩელოტისთან ერთად იმუშავებს.

ხამეს როდრიგესი "რეალში" 2014 წლიდან ირიცხებოდა. მან ერთი სეზონი მიუნხენის "ბიაერნში" იჯარით გაატარა.

კომენტარები