ლემარმა "პორტუს" უარი უთხრა

04 სექტემბერი 2020

მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა, ტომა ლემარმა, დაასახელა ის ჩემპიონატები, სადაც იგი კარიერის გაგრძელებას ისურვებდა.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ან პრემიერ ლიგაში გადაბარგებას, ან ლიგა 1-ში დაბრუნებას აპირებს.

24 წლის მოთამაშემ უარით გაისტუმრა პორტუგალიური "პორტუ", რომელმაც ლემარს შეთავაზება გაუკეთა.

ტომა ლემარი "ატლეტიკოში" 2018 წლიდან ირიცხება. მის აქტივში 72 მატჩი, 3 გოლი და 6 შედეგიანი პასია. მისი სატრანსფერო ფასი 24 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები