ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

02 სექტემბერი 2020

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ თავდასხმელს, ნეიმარს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბში სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული აუცილებელი ზომები მიიღეს. ნეიმარის გარდა, კორონავირუსი ლეოანდრო პარედესსა და ანხელ დი მარიასაც დაუდასტურდათ. ყველა მათგანმა შვებულება იბიცაზე გაატარა. მათთან ერთად ასევე მაურო იკარდი, ანდერ ერერა და კეილორ ნავასი ისვენებდნენ, თუმცა ისინი ვირუსით დაინფიცირებულები არ არიან.

28 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი პსჟ-ში 2017 წლიდან ირიცხება.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები