ნეიმარმა პსჟ-ის დატოვება გამორიცხა

31 აგვისტო 2020

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ლიდერმა, ნეიმარმა, მის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"პსჟ-ში ვრჩები. მინდა, კვლავ გავიდე ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ჩემი სურვილი კლუბის ისტორიაში შესვლაა, რაც მოტივაციას მაძლევს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. პირადი ჯილდოები არ მადარდებს, მხოლოდ გუნდური მიზნები მაქვს.

პირველივე დღიდან, ღვთის წყალობით, პსჟ-ისთვის ყველაფერს ვაკეთებდი. ყოველთვის ვცდილობდი მოედანზე მაქსიმუმი მეჩვენებინა. იმედი მაქვს, კლუბი განვითარებას განაგარძობს. გვინდა, მოვიპოვოთ ის ტიტულები, რომლებიც ჯერ კიდევ არ მოგვიგია. ეს ფეხბურთის ისტორიაში შევლის საშუალებას მოგვცემს", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლიდან ირიცხება. მან პარიზელთა მაისურით 85 მატჩი ჩაატარა, 70 გოლი გაიტანა და 41 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კომენტარები