კარვახალმა ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

29 აგვისტო 2020

მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა, დანი კარვახალმა, მის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. ეს ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ამჟამინდელი შემტევი ნეიმარია.

"ნეიმარის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ყველაზე მეტად მიჭირდა. იგი ძლიერი, ტექნიკურად ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის თავისუფალ ზონებს ითვისებს და გოლებს იტანს. მის წინააღმდეგ თავის დაცვა რთულია", - ციტირებს კარვახალის სიტყვებს Goal.

კარვახალი ნეიმარს ყველაზე ხშირად 2013-2017 წლებში უპირისპირდებოდა, როდესაც ბრაზილიელი "ბარსელონაში" ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები