ოფიციალურად: ტიაგო სილვა "ჩელსის" ფეხბურთელია

28 აგვისტო 2020

როგორც მოსალოდნელი იყო, "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი კაპიტანი ტიაგო სილვა კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. ბრაზილიელი ფეხბურთელის ტრანსფერის "არისტოკრატები" ოფიციალურად ადასტურებენ.

35 წლის მოთამაშემ პსჟ 8 სეზონის შემდეგ დატოვა. სილვა "ჩელსიში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ბრაზილიელმა და ინგლისურმა კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება თანახმად, შესაძლოა, სილმა კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩეს.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, ტიაგო სილვას წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება.

კომენტარები