ტიაგო სილვამ "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

28 აგვისტო 2020

"პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი კაპიტანი ტიაგო სილვა ლონდონის "ჩელსისთან" ხელშეკრულებას მალე გააფორმებს.

სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა "ჩელსიში" სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.

ივარაუდება, რომ სილვა "არისტოკრატებთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი წლიური ხელფასი 10 მილიონი ევრო იქნება.

ტიაგო სილვა "ჩელსის" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

კომენტარები