პსჟ ბროზოვიჩს უმიზნებს

28 აგვისტო 2020

Le10Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" მილანის "ინტერის" ნახევარმცველოს, მარცელო ბროზოვიჩის შეძენის სურვილს გამოთქვამს.

წყაროს ცნობით, პარიზელთა წარმომადგენლები ხორვატი ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ.

ბროზოვიჩს ნოემბერში 28 წელი შეუსრულდება. მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონ ევროს შეადგენს.

ბროზოვიჩმა გასულ სეზონში მონაწილეობა 46 თამაშში მიიღო, 3 გოლი გაიტანა და 8 ასისტი გააკეთა.

კომენტარები