მესის "სიტიში" გადასვლა ნეიმართან ერთად სურს

27 აგვისტო 2020

"ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, თავის მომავალზე ყოფილ თანაგუნდელთან, "პარი სენ-ჟერმენის" ამჟამინდელ თავდამსხმელთან, ნეიმართან ისაუბრა.

ნეიმარი მესის ახლო მეგობარია. ESPN-ის სპორტული ჟურნალისტის, ჟორჟე ნიკოლას ცნობით, არგენტინელმა ბრაზილიელს კარიერის "მანჩესტერ სიტიში" გაგრძელების სურვილის შესახებ შეატყობინა.

უფრო მეტიც, მესიმ ნეიმარს "სიტიში" მასთან ერთად გადასვლა შესთავაზა.

დაინტერესდება თუ არა პსჟ-ის ლიდერი "ქალაქელთა" რიგებში გადასვლით, ჯერჯეობით, უცნობია.

კომენტარები