პსჟ ტიაგო სილვას ემშვიდობება

27 აგვისტო 2020

"პარი სენ-ჟერმენი" გუნდის კაპიტანს, ტიაგო სილვას, რომელიც კარიერის "ჩელსიში" გაგრძელებას აპირებს, ემშვიდობება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "არისტოკრატებთან" 2-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

პსჟ-ში სილვა 2012 წლიდან ირიცხებოდა. მან პარიზულ კლუბში თავი 315 მატჩს და 25 ტიტულს მოუყარა.

"მადლობა, ტიაგო, ამ სამახსოვრო წლებისთვის, რომლებიც დაუვიწყარი მოგონებებით სავსე იყო. შენ ისტორიაში ყოველთვის ერთ-ერთი დიდებული ფეხბურთელი იქნები.

პსჟ-ში ყოველთვის იქნება შენი ლეგენდარული სტატუსი. შენ ყოველთვის კლუბის ისოტრიისა და ოჯახის ნაწილი იქნები. დიდი მადლობა, კაპიტანო!" - განაცხადა პსჟ-ის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ.

კომენტარები