პსჟ მესის "სიტიზე" უკეთეს პირობებს შესთავაზებს

27 აგვისტო 2020

TyC Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" მზადაა "მანჩესტერ სიტის" "ბარსელონას" ვარსკვლავისთვის, ლიონელ მესისთვის ბრძოლაში კონკურენცია გაუწიოს.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი მზადაა არგენტინელ ფეხბურთელს უფრო მაღალი ხელფასი შესთავაზოს. პსჟ, ასევე, ტრანსფერში უფრო მეტს იხდის.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, "ქალაქელები" მზად არიან 33 წლის მოთამაშეში 100 მილიონი ევრო გადაიხადოს და მის ტრანსფერში 3 ფეხბურთელიც ჩართონ.

გავრცენებული ინფორმაციით, თავად მესის კარიერის "მანჩესტერ სიტიში" გაგრძელების იდეა ხიბლავს.

კომენტარები