ცნობილია, რამდენს გამოიმუშავებს ტიაგო სილვა "ჩელსიში"

25 აგვისტო 2020

ცნობილი გახდა, თუ რამდენს გამოიმუშავებს "პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალური მცველი ტიაგო სილვა "ჩელსიში".

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ნიკოლო შირას ინფორმაციით, რამდენიმე დღეში სილვა თავისუფალი აგენტი გახდება, პსჟ-ს დატოვებს და "ჩელსის" მიაშურებს.

იმავე წყაროს ცნობით, მხარეები ორწლიან კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ. ბრაზილიელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

35 წლის მცველმა გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტი გააკეთა.

კომენტარები